თამაშის განხილვა

თამაშის განხილვა
სწავლება თამაშის მეშვეობით – პედაგოგიურ გამოკვლევათა დიდი ნაწილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თამაშის გამოყენებას სასწავლო მიზნებისათვის. გამოყოფენ სასწავლო პროცესში გამოყენებული თამაშის რამდენიმე სახეს: მოდელირებას, იმიტაციასა და შეჯიბრს. სასწავლო თამაში არის ნებისმიერი შეჯიბრი მოთამაშეებს შორის, რომელთა მოქმედების არე იზღუდება წინასწარ დადგენილი პირობებით (წესებით) და მიმართულია დასახული მიზნისაკენ. დიდაქტიკური თამაშებით წარმართულ სწავლების პროცესში ოთხი ეტაპი გამოიყოფა: ორიენტაცია - მასწავლებელი წარადგენს შესასწავლ თემას, ხსნის თამაშის წესებს და მიმოიხილავს თამაშის ზოგად მიმდინარეობას; მომზადება - მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს სცენარს, თამაშის ამოცანებს, წესებს, როლებს, თამაშის პროცედურებს; თამაშის ჩატარების პროცესები; მასწავლებელი განიხილავს თამაშის მსველობას. მოსწავლეები მსჯელობენ სიძნელეებზე, წარმატებებზე. ანალიზი უკეთდება ჩატარებულ თამაშს, ხდება იმიტაციის შედარება რეალურ ცხოვრებასთან.
Source: ბესელია ნინო, მეიფარიანი თამარ, მიქიაშვილი ლელა, ჯალაღანია ირინე. ინტერაქტიული სწავლება [რეკომენდაციები პედაგოგიური ტრენინგისათვის],-ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო,–თბ.,–2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»